Back to Top
ოთხშაბათი, 03 ივლისი 2019 13:47

რუსული ოკუპაციით შეცვლილი ცხოვრება - ამონარიდი კვლევიდან

Rate this item
(0 votes)

"ჩვენი ცხოვრება ბორდერიზაციამ შეცვალა,  - ასე იწყება ანგარიში, სადაც წერია, რომ ადამიანებს ეშინიათ საფლავებთან მიახლოვების, რადგან ისინი მავთულხლართებთან ახლოა და შესაძლოა, დაიჭირონ.

რუსეთის გამანადგურებელი გავლენა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ - „ამნესტი ინტერნეიშენელმა“ ერთწლიანი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. ანგარიშში წერია, რომ 2008 წლის ომის შემდეგ, საქართველოში აღმართული გამყოფი ხაზები ათასობით ადამიანს ჰუმანიტარულ პრობლემებს უქმნის.

„ამნესთი ინთერნეიშენალმა“ ოკუპირებული ტერიტორიების მიღმა, ე.წ. ბორდერიზაციის ზონაში 150 ადამიანი გამოკითხა. ანგარიშში ყველა ის ფაქტი და დარღვევაა შესული, რომელიც 2008 წლის ომმა მოიტანა.

საერთაშორისო ორგანიზაცია ”ამნესთი ინთერნეიშენელი“ რუსეთის ხელისუფლებას მიმართავს, დაუყოვნებლივ იმოქმედოს და აღკვეთოს ყველა ის ჰუმანიტარული პრობლემა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქალაქეებს 2008 წლის ომის შემდეგ შეექმნა.

„ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ ე.წ. ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გასწვრივ, ზარალდება თვითნებური შეზღუდვების დაწესებით. ისინი თავისუფლად ვეღარ გადაადგილდებიან. არ აქვთ კავშირი ზოლის მეორე მხარეს დარჩენილ ნათესავებთან, ვერ მიდიან საფლავებზე, არ აქვთ წვდომა ჯანდაცვაზე, ამიტომ, მოვუწოდებთ რუსეთის და დეფაქტო ხელისუფლებასაც, დაუყოვნებლივ შეამსუბუქონ არაპროპორციული შეზღუდვები თავისუფლად გადაადგილებაზე და ეფექტურად გამოიძიონ თვითნებური დაკავებები და ბრალდებები სასტიკი მოპყრობის შესახებ იმ პირთა მიმართ, რომელიც ამ ხაზს კვეთენ. ჩვენს მოკვლევას და ანგარიშს წარვადგენთ მოსკოვშიც, უფრო მეტიც, ვისაუბრებთ ჟენევაში ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე“, - განაცხადა ”ამნესთი ინთერნეიშენელის” წარმომადგენელმა, მარი სტრეზერსიმ.

Read 724 times