Back to Top
ოთხშაბათი, 03 ივლისი 2019 12:41

გორში 5 ლეკვი ხიდის ქვეშ გადაყარეს

Rate this item
(0 votes)

გორში ძაღლის ახალშობილი ლეკვები პოლიეთილენის პარკში გახვეულები გადაყარეს.

ამის შესახებ ინფორმაციას გორის სპეციალური სერვისების მიწოდების სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ აფციაური ავრცელებს.

"ეს არის ადამიანის მიერ ჩადენილი სისასტიკე.ხიდის ქვეშ თბილისის ცენტრალური მაგისტრალიდან გორში რომ შემოდიხარ, დაყარეს 5 ლეკვი, ალბათ 1 დღისაც არ იქნებიან. რომ არ გვეპოვა, ეს ლეკვები იყვნენ განწირულები", - აცხადებს თამარ აფციაური.

აფციაურის ინფორმაციით, ლეკვებს პატრონი უკვე გამოუჩნდა. მათ კასპელი გოგონა წაიყვანს

Read 512 times