Back to Top
კვირა, 30 ივნისი 2019 22:52

გორის "დილა" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა

Rate this item
(0 votes)

გორის "დილას" გიორგი დეკანოსიძე აღარ გაწვრთნის.

38 წლის სპეციალისტმა კონტრაქტი კლუბთან შეთანხმებით შეწყვიტა. 

გიორგი დეკანოსიძის ხელმძღვანელობით გორის "დილამ" ეროვნულ ლიგაში 20 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 10 - ჯერ დამარცხდა, 4 ფრედ დაასრულა, ხოლო 6 - ჯერ გაიმარჯვა.

"დილას" მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ამჟამად ირაკლი მოდებაძე ასრულებს.

გორის "დილა" სატურნირო ცხრილში მე - 7 ადგილზე იმყოფება. გუნდს 20 თამაშიდან 22 ქულა აქვს.

Read 745 times