Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 10 ივნისი 2019 20:25

ქართული კინოსა და თეატრის მსახიობები გორელებს შეხვდნენ

Rate this item
(0 votes)

კომედიის ფესტივალის ფარგლებში  დღეს შეხვედრა მოეწყო.

ქართული კინოსა და თეატრის მსახიობები გორში სპეციალურად მაყურებელთან შესახვედრად ჩამოვიდნენ. გორელებთან მათ საკუთარ შემოქმედებაზე ისაუბრეს და სამსახიობო კარიერის ეტაპები, ასევე საინტერესო ისტორიები გაიხსენეს სხვადასხვა სპექტაკლიდან და ფილმებიდან. 

შეხვედრაში ნანული სარაჯიშვილი, ტრისტან სარალიძე, ვანო იანტბელიძე,ეკა მჟავანაძე, ჯემალ ღაღანიძე და დავით დვალიშვილი მონაწილეობდნენ, ღონისძიებას კი  ნიკა წულუკიძე უძღვებოდა. ორგანიზატორთა ინფორმაციით, კომედიის ფესტივალის ფარგლებში მსგავსი ფორმატის შეხვედრა წელს პირველად მოეწყო. 

Read 715 times Last modified on ორშაბათი, 10 ივნისი 2019 23:22