Back to Top
ხუთშაბათი, 16 მაისი 2019 12:02

ენმ: ხალხის პრობლემებზე ზრუნვის ნაცვლად, გორელი დეპუტატები ზუგდიდში გაემგზავრნენ

Rate this item
(0 votes)

"ქართული ოცნება" რეგიონებიდან - გორიდან, კასპიდან, ქარელიდან, ხაშურიდან საჯარო მოხელეებს აიძულებს, რომ წავიდნენ ზუგდიდში და არჩევნების გაყალბებაში მიიღონ მონაწილეობა - ამ განცხადებას ენმ - ს წევრი გორის საკრებულოში, ბექა ქორჩილავა აკეთებს.

მისივე თქმით, ზუგდიდში წასვლაზე დათანხმდნენ ის საჯარო მოხელეები, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნებში, გორში გაყალბებით იყვნენ დაკავებულები.

"სავარაუდოდ, ზუგდიდშიც შეეცდებიან მოქრთამვას და დაშინებას, მაგრამ აუცილებლად დამარცხდებიან. 

რაც შეეხება გორის საკრებულოს მაღალჩინოსნებს, ეს ადამიანები დღეს გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის პრობლემების მოგვარებით და ხალხზე ზრუნვით უნდა იყვნენ დაკავებულები, მაგრამ კიდევ ერთხელ ნათლად ჩანს, რომ პარტიულ საქმიანობას ამჯობინებენ ხალხზე ზრუნვას. ამ ადამიანებს გორელმა ხალხმა საკადრისი სილა გააწნა", - ამბობს ბექა ქორჩილავა.

ენმ-ს წევრები არ უარყოფენ, რომ ზუგდიდში, 19 მაისს დაგეგმილ შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით პარტიული აქტივი ენმ - ის გორის ორგანიზაციიდანაც მიემგზავრება.

Read 1072 times