Back to Top
შაბათი, 24 თებერვალი 2018 16:58

საქართველოს პრეზიდენტი გორში ოკუპაციის მუზეუმს გახსნის

Rate this item
(0 votes)

25 თებერვალს გორში, უნივერსიტეტის მეორე კორპუსშიოკუპაციის მუზეუმს საქართველოს პრეზიდენტი გახსნის.

ოკუპაციის მუზეუმის შესახებ პროექტი საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით საზოგადოებრივმა კავშირმა - მეგობრობის ხიდმა „ქართლოსი“ განახორციელა.

პროექტის მიზანი რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და ფარული ანექსიის საკითხებზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და მათი არაფორმალური განთლების ხელშეწყობაა.

გორის შემდეგ ოკუპაციის მუზეუმები შიდა ქართლის სხვა მუნიციპალიტეტებშიც გაიხსნება. შექმნილი საგამოფენო სივრცეები გათვალისწინებულია ინტეგრირებული გაკვეთილების, ლექციების, საჯარო შეხვედრებისა და დისკუსიების ჩასატარებლად.

მუზეუმი 13:00 საათიდან დამთვალიერებლისთვის ღია იქნება

Read 2240 times Last modified on შაბათი, 24 თებერვალი 2018 17:46