Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 18 აპრილი 2019 11:36

გორის საკრებულოს დაზიანებული შენობა წელს არ გარემონტდება

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობის რეაბილიტაცია წელს ვერ მოხდება.

მერიაში ამბობენ, რომ შენობის გარემონტება დიდ თანხასთანაა დაკავშირებული, რაც 2019 წლის ბიუჯეტში არაა გათვალისწინებული.

“შენობის რეაბილიტაცია დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული ამ ეტაპზე რეაბილიტაცია არ იგეგმება. თანხები დათვლილი არ გვაქვს, რომ დავითვალოთ პროექტიც უნდა შევუკვეთოთ, რომელიც ძვირად ღირებულია. დღეის მდგომარეობით ჩანიშნული არ არის რეაბილიტაცია და არც შენობა ავარიული“, - განაცხადეს გორის მერიაში.

საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის თქმით, შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. შესაბამისად, მისი რეაბილიტაციაც რთულია.

“რეაბილიტაცია დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ეს არის კულტურული მემკვიდრეობა, ყველაფრის დაცვაა საჭირო. ვერ შეცვლი, აღდგენა უნდა გაკეთდეს, საკმაოდ რთული საკითხია“, - აღნიშნა დავით რაზმაძემ.

საკრებულოს თანამშრომლების თქმით, შენობა წლებია ავარიულ მდგომარეობაშია და რეაბილიტაცია ესაჭიროება. 

Read 1293 times Last modified on ხუთშაბათი, 18 აპრილი 2019 11:45