Back to Top
ოთხშაბათი, 27 მარტი 2019 15:20

გორის ავტოსადგურში ქალი დაშავდა - ადგილზე სასწრაფო გამოიძახეს

Rate this item
(0 votes)

გორის ავტოსადგურში ქალი დაშავდა, - აცნობეს რადიო "მოზაიკას".

წყაროს ცნობით, 40 წლამდე ქალი წაიქცა და ხელი დაიზიანა. 

"სულ აცვენილია ქვაფენილი. ალბათ ფეხი წამოჰკრა, დაეცა და ხელი დაიზიანა", - უთხრეს რადიო "მოზაიკას".

ადგილზე მყოფებმა მის დასახმარებლად, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს.

სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, დაზარალებული საავადმყოფოში გადაჰყავთ. 

Read 877 times