Print this page
ხუთშაბათი, 14 მარტი 2019 12:14

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, გორის მუნიციპალიტეტში 115 პროექტი განხორციელდება

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 115 პროექტი განხორციელდება.

აღნიშნული საკითხი შიდა ქართლის გუბერნატორთან, საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე განიხილეს. 

ამ მიმართულებით 1 630 000 ლარი დაიხარჯება. 

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2009 წელს ამოქმედდა. პროგრამის ფარგლებში, სოფლის მოსახლოება თავად წყვეტს სოფლისთვის გამოყოფილი თანხა რა მიმართულებით აითვისოს.

პროგრამა 2016 წელს გაუქმდა, თუმცა 2019 წელს საქართველოს მთავრობამ კვლავ აღადგინა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, პროგრამის ფარგლებში კრება 3 700 სოფელში ჩატარდა.

Read 1387 times