Back to Top
ხუთშაბათი, 14 მარტი 2019 11:36

გორის მერს 5 თანაშემწე ჰყავს

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომლების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით არ შეცვლილა და მიმდინარე წელსაც შტატგარეშეთა რიცხვი 23-ით განისაზღვრა.

ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომლები შემდეგ პოზიციებზე მუშაობენ:

მერის თანაშემწე - 5;

მძღოლი - 4;

მდივან რეფერატი - 1;

მერის ვიზიტორთა რეგისტრატორი - 1;

მერიის ინფორმაციული სამუშაოების მენეჯერი - 2;

ავტო პარკის ზედამხედველი - 1;

ავტო-სატრანსპორტო საშუალებების მრეცხავი - 1;

პროექტების მომზადების და ფონდის კოორდინატორი - 1;

სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში საპროექტო დოკუმენტაციის სპეციალისტი - 2;

დამლაგებელი - 4.

შტატგარეშე თანამშრომელთა პოზიციების და მათი რაოდენობის შესახებ, ინფორმაცია რადიო "მოზაიკას" გორის მერიამ მიაწოდა.

Read 1884 times