Back to Top
პარასკევი, 08 მარტი 2019 13:18

ქალთა კვირეულისთვის გორის ბიუჯეტიდან 5 000 ლარამდე დაიხარჯა

Rate this item
(0 votes)

ქალთა კვირეულის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებზე 4 775 ლარი დაიხარჯა, - ეს ინფორმაცია რადიო "მოზაიკას" გორის მერიიდან მიაწოდეს. 

უწყების ცნობით, ფინანსები კულტურისა და ტურიზმის განვითარების სააგენტომ გამოყო. ეს თანხა გორში რამდენიმე სპორტულ ღონისძიებას, გამოფენას, კონცერტს და ქალებისთვის შეძენილ საჩუქრებს მოხმარდა. 

ინფორმაციისთვის, გორის მერიამ 3 მარტს ახალშობილთა დედებისთვის და გორის მუნიციპალიტეტის უხუცესი ქალებისთვის საჩუქრები შეიძინა, 8 მარტს კი მეეზოვე ქალებს დეკორატიული ყვავილები და მადლობის სიგელები გადასცა. 

ამავე თემაზე: მეეზოვე ქალებს გორის მერიამ ყვავილები და მადლობის სიგელები გადასცა

ამ თანხით ორგანიზებული ერთი კონცერტი დღეს გაიმართება - მერიის ცნობით, "დღეს 15:00 საათზე ქალებს კაცები უმღერებენ".

ამავე თემაზე: "ამ გაზაფხულს შენ გაჩუქებ" - 8 მარტს გორში კონცერტი ჩატარდება

 

Read 933 times Last modified on პარასკევი, 08 მარტი 2019 13:38