Back to Top
პარასკევი, 01 მარტი 2019 14:49

სადგურის დასახლებაში, სადაც ავარიას მსხვერპლი მოჰყვა, მანქანის გაჩერება აიკრძალება

Rate this item
(0 votes)

გორში, სადგურის დასახლებაში, კეცხოველის ქუჩაზე, ახალი საგზაო ნიშანი "გაჩერება აკრძალულია" დაიდგმება.

საკრებულოს დეპუტატებმა ახალი ნიშნის განთავსების თაობაზე მსჯელობა მას შემდეგ დაიწყეს, რაც აღნიშნულ მონაკვეთზე მომხდარი ავარიის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.

ამავე თემაზე: გორში ავარია მოხდა - დაღუპულია შუახნის მამაკაცი

ახალი ნიშანი კეცხოველის ქუჩაზე მდებარე მანქანების სარემონტო სახელოსნოს მიმდებარედ დაიდგმება. დეპუტატებს მიაჩნიათ, სახელოსნოს წინ გაჩერებული მანქანები საგზაო მოძრაობას აბრკოლებს.

Read 905 times Last modified on პარასკევი, 01 მარტი 2019 14:56