Back to Top
პარასკევი, 11 იანვარი 2019 13:09

გორის სამხედრო ჰოსპიტალში სავარაუდოდ H1N1 ვირუსით, 15 პაციენტია მოთავსებული

Rate this item
(0 votes)

გორის სამხედრო ჰოსპიტალის ინფექციურ განყოფილებაში 15 ადამიანი მკურნალობს.

როგორც ჰოსპიტალში აცხადებენ, ისინი შესაძლოა გრიპის ვირუსით იყვნენ დაინფიცირებულნი.

გორის სამხედრო ჰოსპიტალის რეანიმაციულ განყოფილებაში კი ამავზე დიაგნოზით ერთი ადამიანი იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

გორის სამხედრო ჰოსპიტალის ინფორმაციით, ინფექციურ განყოფილებაში სულ 25 საწოლია. აქედან 6 - თავისუფალი. 

ჰოსპიტალში ასევე აცხადებენ, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გრიპით დაავადებული ადამიანების მომართვიანობა არ გაზრდილა. 

Read 1437 times