Back to Top
პარასკევი, 11 იანვარი 2019 11:33

მერიასა და საკრებულოს თანამშრომლებზე საახალწლოდ 180 719 ლარი ჯილდოს სახით გაიცა

Rate this item
(0 votes)

გასული წლის დეკემბერში გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა ფულადი წახალისება მიიღეს.

საახალწლოდ ჯილდო ყველას არ ერგო, თუმცა როგორც გორის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე აცხადებენ აღნიშნული დანამატი იმ თანამშრომლებმა მიიღეს, რომლებიც წლის განმავლობაში აქტიური მუშაობით გამოირჩეოდნენ. 

საჯარო ინფორმაციის მიხედვით, 2018 წელს, წინასაახალწლოდ, ჯილდოს სახით გაიცა მერიის 259 თანამშრომელზე - 161 385 ლარი, შტატგარეშე 9 თანამშრომელზე კი - 6034 ლარი.

საკრებულოს 19 თანამშრომელზე ჯილდო - 12 670 ლარის ოდენობით გაიცა, შტატგარეშე 1 თანამშრომელზე - კი - 630 ლარი.

Read 975 times Last modified on პარასკევი, 11 იანვარი 2019 11:38