Back to Top
ხუთშაბათი, 08 ნოემბერი 2018 16:36

სალომე ზურაბიშვილმა საოკუპაციო ხაზს საზღვარი უწოდა

Rate this item
(0 votes)

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა დღეს შიდა ქართლში ვიზიტისას რამდენჯერმე ახსენა სიტყვა "საზღვარი". კომენტარი მან ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში სწორედ იმ ადგილას გააკეთა, სადაც რუსი სამხედროები რკინის ძელებს ამონტაჟებენ.

"ეს არის ის, რასაც არ უნდა შევეგუოთ, ეს არის ის, რაზეც უნდა იზრუნოს ხელისუფლებამ. იმ მოსახლეობის მდგომარეობაზე უნდა ვიზრუნოთ, რომელიც აქ ცხოვრობს. პრეზიდენტი უნდა ზრუნდავდეს საზღვარზე, და ამ ადამიანების ყოველდღიურ ბედზე, ეს არის უსაფრთხოება, ეს არის მათი ეკონომიური მდგომარეობა, რომელიც მთლიანად სოფლის მეურნეობაზეა დამოკიდებული. როგორც მაღალმთიანებზე გავაკეთეთ ისე უნდა იყოს გამყოფ ხაზთან მაცხოვრებლებზეც", - აღნიშნა ზურაბიშვილმა. 

 

Read 3776 times Last modified on ხუთშაბათი, 08 ნოემბერი 2018 17:06