Back to Top
ორშაბათი, 05 ნოემბერი 2018 13:55

სააკაშვილი: გორელი გოგოს მომავალი მკვლელი გარეთ გაუშვეს ივანიშვილის მითითებით

Rate this item
(0 votes)

საქართველოს მესამე პრეზიდენტი გორელი 9 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის საქმეს ეხმაურება და ამბობს, რომ 6 წლის წინ ამნისტიას, რომელიც აღნიშნულ დამნაშავეს ეხებოდა, ვეტო დაადო.

ბიძინა ივანიშვილის მითითებით კი ვეტო მაშინდელი პარლამენტის უმრავლესობამ დასძლია. სააკაშვილის ინფორმაციით, ახალი დანაშაულისთვის დაკავებული აღნიშნული პიროვნება შემდეგ უკვე გიორგი მარგველაშვილმა შეიწყალა.

"2012-ში მე ვეტო დავადე ბესელიას ამნისტიას პედოფილების ნაწილში. ივანიშვილის მითითებით პარლამენტმა ვეტო დაძლია და გორელი პატარა გოგოს მომავალი მკვლელი პედოფილი გარეთ გაუშვა. მერე მან ისევ ჩაიდინა დანაშაული და ივანიშვილის მოყვანილმა მარგველაშვილმა, რომელმაც დაიფიცა, რომ არასდროს შემიწყალებდა მე, ეს პედოფილი ხელახლა გაუშვა. შედეგი კი თქვენც ნახეთ, გორში რამდენიმე დღის წინ", - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

Read 2359 times