Back to Top
პარასკევი, 02 ნოემბერი 2018 16:17

დასუფთავების სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი კულტურის სააგენტოში დაასაქმეს

Rate this item
(0 votes)

დასუფთავების სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა მუშაობა ა(ა)იპ კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოში დაიწყო. 

გივი კობახიძე ახალ სამსახურში მნედ მუშაობს და ინფრასტრუქტურულ საკითხებს კურირებს.

"ერთი თვეა, კულტურის სააგენტოში ვმუშაობ. ჩემი ძველი სამსახურის მონათესავე სფეროში ვარ. ყოველდღე დავდივარ სამსახურში და ვასრულებ ჩემ მოვალეობას", - გვითხრა კობახიძემ. 

მან ახალი სამსახური დასუფთავების სააგენტოს ხელმძღვანელობიდან გათავისუფლების შემდეგ, მალევე დაიწყო. როგორც მისმა ახალმა ხელმძღვანელმა, გიორგი ქვათაძემ განგვიმარტა, სააგენტოში კობახიძის მსგავსი კვალიფიკაციისა და უნარების მქონე ადამიანი სჭირდებოდათ და ამიტომ გადაწყვიტა მასთან საქმიანი ურთიერთობის დაწყება. 

"ჩვენ ვეღარ ავუდიოდით ამ სფეროში არსებული საქმეების სიჭარბეს. დავინახეთ ახალი კადრის საჭიროება. ამიტომ როგორც ამ სფეროში გამოცდილ კადრს, გივი კობახიძეს მე შევთავაზე თანამშრომლობა. წლის ბოლომდე ის ჩვენთან მნედ იმუშავებს და ინფრასტრუქტურული საკითხების მოგვარებაში დაგვეხმარება", - ამბობს გიორგი ქვათაძე.

მისივე ცნობით, კობახიძესთან ა(ა)იპ კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს სამ-თვიანი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. 

შეგახსენებთ, რომ გივი კობახიძე გორის მერმა 28 სექტებერს გაათავისუფლა კეთილმოწყობის სააგენტოდან და დაპირდა, რომ უახლოეს მომავალში სხვა სამსახურში დაასაქმებდა. კობახიძის თანამდებობა კი აღნიშნულ სამსახურში ახლადდანიშნული გუბერნატორის კურსელმა ბაჩანა გვიანიშვილმა დაიკავა.

 

Read 1242 times Last modified on პარასკევი, 02 ნოემბერი 2018 17:08