Back to Top
პარასკევი, 02 ნოემბერი 2018 15:23

ხუბულური: ამომრჩეველი ნაწყენია ჩვენზე

Rate this item
(0 votes)

"ქართული ოცნების"ცენტრალურ ოფისში არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები განიხილება", - ეს ინფორმაცია რადიო "მოზაიკას" გორის თემის მაჟორიტარმა, დეპუტატმა თენგიზ ხუბულურმა მიაწოდა.

მისი განმარტებით, პარტიის ცენტრალურ ოფისში მსჯელობენ იმაზე, თუ რისი გაკეთებაა აუცილებელი არჩევნების მეორე ტურისთვის უკეთესი შედეგის მისაღებად.

"ვმსჯელობთ, რა როგორ გავაკეთოთ. ვგეგმავთ, რა როგორ გავაკეთოთ, როგორ მოვიქცეთ. ძირითადად, საორგანიზაციო საკითხებს განვიხილავთ. მეორე ტურისთვის მობილიზაცია უნდა გავუკეთოთ მოსახლეობას. ჩვენი მხარდამჭერებიდან ბევრი არ იყო მისული არჩევნებზე და მოვუწოდებთ მიიღონ კენჭისყრაში მონაწილეობა. ზოგი ნაწყენია "ქართულ ოცნებაზე". უნდა დავაჯეროთ ისინი, რომ ჩვენ პარტიას რა დაპირებებიც აქვს გაცემული, ყველაფერი აუცილებლად შესრულდება", -აღნიშნა თენგიზ ხუბულურმა.

Read 1027 times Last modified on პარასკევი, 02 ნოემბერი 2018 15:56