Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 28 სექტემბერი 2018 12:03

ფიჯის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა

Rate this item
(0 votes)

ფიჯის რესპუბლიკის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი, რატუ ინოქე კუბუაბოლა, დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ფიჯის რესპუბლიკის დელეგაციის წევრებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით.

სუს-ის ინფორმაციით, ყურადღება გამახვილდა იმ გამოწვევებსა და პრობლემებზე, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან მომდინარეობს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები მაღალი რანგის სტუმრებს ასევე ესაუბრნენ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესზე და იმ პრობლემებზე, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას ყოველდღიურად მავთულხლართებით, ღობეებით და სხვა ხელოვნური ბარიერებით ექმნება.

Read 1691 times Last modified on პარასკევი, 28 სექტემბერი 2018 18:44