Back to Top
ოთხშაბათი, 19 სექტემბერი 2018 11:48

კარალეთის, სკრის და ბერბუკის დასახლებებში კოტეჯებს იატაკს გამოუცვლიან

Rate this item
(0 votes)

კარალეთის, სკრის და ბერბუკის დასახლებაში კოტეჯების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლის, გაბრიელ ჭულუხაძის განცხადებით, სამუშაოები ოქტომბრის ბოლოსათვის დასრულდება.

"ჩვენი და ჯანდაცვის სამინისტროს ძალისხმევით, მიმდინარეობს სკრის, კარალეთის და ბერბუკის დევნილთა დასახლებებში კოტეჯების რეაბილიტაციის პროცესი. დაზიანებული იატაკი გამოიცვლება ყველგან. ჩვენ, ერთდროულად ვერ შევძელით გაგვეკეთებინა ყველგან. მაგალითად, ეს პროექტი, რაც მიმდინარეობს, არის მილიონ 200 000 ლარის ღირებულების. ერთი და იგივეს ორჯერ არ სჭირდება გაკეთება, ხარისხიანად ვასრულებთ სამუშაოებს. ჯერ დაიწყო ქურთის მუნიციპალიტეტმა, ფინანსები რომ აღარ გვყოფნიდა, შემოგვიერთდა დევნილთა სამინისტროც", - განაცხადა ჭულუხაძემ.

Read 2015 times