Back to Top
 

JPrize Web Geo

შაბათი, 11 აგვისტო 2018 14:00

“გორი, უახლესი ისტორია - 2008 წლის აგვისტო“ - გორში ოთო გვრიტიშვილის ფილმის პრეზენტაცია მოეწყო

Rate this item
(0 votes)

“გორი, უახლესი ისტორია - 2008 წლის აგვისტო“ - გორში ოთო გვრიტიშვილის ფილმის პრეზენტაცია გაიმართა.

ომის 10 წლის თავთან დაკავშირებით, გორელმა რეჟისორმა ოთო გვრიტიშვილმა, გორისა და ატენის მიტროპოლიტის, ანდრია (გვაზავა) ლოცვა-კურთხევით, დოკუმენტური ფილმი გადაიღო. მისი პრეზენტაცია ერისთავის სახელობის გორის დრამატულ თეატრში მოეწყო.

ფილმში ასახულია, აგვისტოს ომის დროს სასულიერო პირთა ღვაწლი. ფილმში თავმოყრილია, 10 წლის წინ გადაღებული დოკუმენტური კადრებიც.

“დაახლოებით 2 კვირის წინ შევხვდი მეუფეს და ვუთხარი, რას ვაპირებდი. ისიც დამეთანხმა და ასე შეიქმნა ეს ფილმი. ფილმში ასახულია 2008 წლის მოვლენები. მთავარი აქცენტი გაკეთებულია სასულიერო პირების ქმედებებზე, რომლებსაც ომის დროს დაჭრილი და გარდაცვლილი ჯარისგაცები ცხელი წერტილებიდან გამოჰყავდათ. ყოველწლიურად ხდება სხვადასხვა ისტორიების გახსენება, თუმცა ჩრდილშია ეკლესიის როლი იმ მოვლენების დროს, ამიტომ ვეცადეთ დაგვენახვებინა საზოგადოებისთვის, არა სულიერი, არამედ, წმინდა სოციალური ქმედებები, რომლებსაც ისინი ახორციელებდნენ ომში“,-ამბობს ოთო გვრიტიშვილი.

Read 3137 times Last modified on შაბათი, 11 აგვისტო 2018 14:04