Back to Top
პარასკევი, 20 ივლისი 2018 16:17

საზაფხულო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია დასრულდა

Rate this item
(0 votes)

გორში, 29 ივლისიდან, საბავშვო ბაღებში საზაფხულო არდადეგები დაიწყება.

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, გორში 3 საზაფხულო ბაღი იმუშავებს, სადაც აღსაზრდელების რეგისტრაცია დღეს დასრულდა. მე-12 ბაღში 140 აღსაზრდელი დარეგისტრირდა, მე-19-ში - 54, მე-5 ბაღი კი ზაფხულის სეზონზე- 61 ბავშვს მოემსახურება. ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის განმარტებით, სამივე ბაღი 14 სექტემბრამდე იმუშავებს. 17 სექტემბერს კი, სასწავლო პროცესი ყველა საბავშვო ბაღში განახლდება.

“ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ საზაფხულო ბაღებმა შეუფერხებლად იმუშაონ აღსაზრდელთა რაოდენობა ნორმალურია და მათი გადანაწილება შენობებში უპრობლემოდ მოხდება“, - განაცხადა ლია კოვზიაშვილმა.

Read 1282 times