Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 20 ივლისი 2018 15:27

გორის მერია: მეჯვრისხევში საბავშვო ბაღის მშენებლობა 2019 წელს დაიწყება

Rate this item
(0 votes)

"გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში, მომავალ წელს, ახალი, თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული, 6 ჯგუფზე გათვლილი საბავშო ბაგა-ბაღის მშენებლობა დაიწყება", - ამ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.


უწყების ცნობით, მშენებლობის დასრულებამდე, ბაღის აღსაზრდელები სწავლას ალტერნატიულ ფართში გააგრძელებენ. 


მეჯვრისხევის ბაგა-ბაღი 1987 წელსაა აშენებული. ვიზუალური დათვალიერების შემდეგ, შენობას ჩაუტარდა ექსპერტიზა, რომლის დასკვნის საფუძველზეც, სწავლის დამთავრებამდე რამოდენიმე დღით ადრე, ბაღში სასწავლო პროცესი შეწყდა.


მერიის განმარტებით, ზაფხულის არდადეგების პერიოდში, მერია ალტერნატიული შენობას მოაწყობს. ამ საკითხთან დაკავშირებით, დღეს ბაღის პედაგოგებსა და აღსაზრდელების მშობლებს გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ეკატერინე სუხიშვილი და სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელი, ლიანა კოვზიაშვილი შეხვდა.

"ბაღი ფუნქციონირებას არ შეწყვეტს და ახალი სასწავლო წლიდან ალტერნატიულ ფართში გააგრძელებს ფუნქციონირებას“, - განაცხადა შეხვედრისას მერის მოადგილემ.

ალტერნატიულ ფართში გააგრძელებენ სწავლას ზერტის საბავშვო ბაგა - ბაღის აღსაზრდელებიც. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ზერტის ბაგა - ბაღის შენობაც ავარიულ მდგომარეობაშია.

Read 1584 times