Print this page
ხუთშაბათი, 05 ივლისი 2018 12:29

გორელი მოჭიდავე მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა

Rate this item
(0 votes)

გორელი თავისუფალი სტილის მოჭიდავე გიორგი გეგელაშვილი ხორვატიაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ჭაბუკთა შორის, ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. 

გიორგიმ შეჯიბრება პოლონელი სოლტის ბარტოშის ძლევით (10:0) დაიწყო, მეოთხედფინალში მან თურქი ჰალილ გოკდენიზი დაამარცხა 6:4, ნახევარფინალში აზერბაიჯანელ ელიშან ამირლისთან დამარცხდა 2:8. უშუალოდ ბრინჯაოს მედლისთვის დაპირისპირება კი გეგელაშვილმა ირანელ მეჰდი მერდადთან გამართა და 4:2 იმარჯვა. 

აღსანიშნავია, რომ გიორგისთვის ეს დიდ შეჯიბრებაზე მორიგი დიდი წარმატებაა. ის აქამდე ევროპის ჩემპიონიც გახდა, პრიზიორიც და მსოფლიოს ვიცე – ჩემპიონიც. 

იგი შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ცენტრალური სასპორტო სკოლის თავისუფალი ჭიდაობის სექციის აღზრდილია. მისი პირადი მწვრთნელი მერაბ მუზაშვილია.

Read 1098 times Last modified on პარასკევი, 06 ივლისი 2018 00:34