Back to Top
ხუთშაბათი, 05 ივლისი 2018 11:47

გასიევი: ჯერჯერობით საქართველოსთან პრეტენზია არ გვაქვს საზღვრის შესახებ

Rate this item
(0 votes)

"სამხრეთ ოსეთის საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის საპარლამენტო კომისია 3-4 თვეში წარმოადგენს მუშაობის ანგარიშს", - ამის შესახებ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის წევრმა პეტრე გასიევმა განაცხადა. 

მისი განცხადებით, კომისიის ამოცანაა, შეამოწმოს ზუსტად არის  თუ არა მოწყობილი ე.წ. საზღვარი ოკუპირებულ რეგიონსა და დანარჩენ საქართველოს შორის.

"ჯერჯერობით, არანაირი პრეტენზია არ არსებობს სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის საზღვრის შესახებ. ყოველ შემთხვევაში, არ გამოვლენილა ფაქტები, რომლებზე ჩვენ რეაგირება უნდა მოგვეხდინა", - განაცხადა დე ფაქტო პარლამენტის წევრმა.

როგორც გასიევმა აღნიშნა, ე.წ. სამხრეთ ოსეთის  დე ფაქტო პარლამენტის წევრების განზრახვას საზღვრების შემოწმებასთან დაკავშირებით, თბილისში ნერვული რეაგირება მოჰყვა. 

Read 1647 times Last modified on პარასკევი, 06 ივლისი 2018 00:33