Back to Top
ოთხშაბათი, 27 ივნისი 2018 14:37

დევნილ ქალებთან გორის დემოკრატიის სკოლაში შეხვედრა გაიმართება

Rate this item
(0 votes)

,,ოჯახში ძალადობა ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა საქართველოში. სამწუხაროდ, საზოგადოება ჯერ კიდევ გულგრილია,რადგან ხშირად ეს ოჯახის პრობლემადაა მიჩნეული და არა მთლიანად საზოგადოების.”- ასე აფასებს ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ქვეყანაში არსებულ ვითარებას, რომელიც ამ თემაზე სასაუბროდ გორში დევნილ ქალებთან შესახვედრად ჩამოვა.

დისკუსია ორშაბათს, 2 ივლისს, 12:00 საათზე, გორის დემოკრატიის სკოლაში (გორი, ბერუაშვილის N12) გაიმართება. ელენე რუსეცკი იძულებით გადაადგილებულ ქალებს სხვადასხვა ფაქტებს, მის გამომწვევ მიზეზებსა და შედეგებს გააცნობს. დემოკრატიის სკოლაში დაგეგმილ შეხვედრაზე დასწრება ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება.

,, ადამიანები მაშინ ახდენენ რეაგირებას, როცა ფიზიკური ძალადობის ფორმაა გამოხატული და ხშირად შემთხვევები ქალთა მკვლელობით ანუ ფემიციდით სრულდება. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს მეტი ინფორმაცია სახელმწიფოში არსებული სერვისების შესახებ, განსაკუთრებით კი მოწყვლად ჯგუფებს, მათ შორის დევნილ ქალებს, რომელთა ოჯახები ხშირად სიღარიბეში ცხოვრობენ. ქალებს კი არ აქვთ შემოსავალი და დამოკიდებული არიან ოჯახის სხვა წევრებზე ეკონომიურად. ამ საკითხებთან დაკავშირებულ თემებს ორშაბათს, გორში უფრო დეტალურად განვიხილავთ“.-ამბობს ელენე რუსეცკი.

დისკუსია ქალთა ფონდის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის, ,,ცნობიერების ამაღლების კამპანია რეგიონში ქალთა მიმართ ძალადობის დაფარული ფორმების დასაძლევად“,ფარგლებში მოეწყობა, რომელსაც გორის მუნიციპალიტეტში კარალეთის ქალთა სოლიდარობის ცენტრი ახორციელებს. დემოკრატიის სკოლაში დაგეგმილ შეხვედრაზე დასწრება ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება.

Read 1421 times Last modified on ოთხშაბათი, 27 ივნისი 2018 16:52