Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 19 ივნისი 2018 10:41

ე.წ. მესაზღვრეებმა საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს

Rate this item
(0 votes)

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. მესაზღვრეებმა „საზღვრის“ დარღვევის ბრალდებით საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს.

დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, 38 წლის ედნარ მსხალაძე, 41 წლის ლეიმონა დვალიშვილი და 58 წლის მიხეილ პეტრემღვდლიშვილი 15 და 17 ივნისს სოფელ დისევის და სოფელ არცევის მახლობლად დააკავეს.

„ედნარ მსხალაძე ქართულ მხარეს საჯარიმო სანქციების გარეშე გადაეცა, დვალიშვილისა და პეტრემღვდლიშვილის საქმეები კი სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის სასაზღვრო სამსახურმა ცხინვალის რაიონულ სასამართლოს გადასცა“, - განაცხადეს ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში.

Read 1375 times Last modified on სამშაბათი, 19 ივნისი 2018 11:55