Back to Top
ოთხშაბათი, 13 ივნისი 2018 12:14

გაათავისუფლებს თუ არა გორის მერი საკუთარ თანაშემწეს, დღეს გაირკვევა

Rate this item
(0 votes)

გორელი ახალგაზრდების ჯგუფი დღეს გორის მუნიციპალიტეტის მერს შეხვდება.

შეხვედრა 17 საათზეა ჩანიშნული.

როგორც ჯგუფის წევრები ამბობენ, მათი მოთხოვნები უცვლელია. ისინი მერის თანაშემწის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვენ.

კახა ბლიაძის თანამდებობიდან გათავისუფლებას საზოგადოების ერთი ჯგუფი, 2 ივნისს მის მიერ სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარის გამო, ითხოვს.

ამ მოთხოვნით, გორის მერსა და ახალგაზრდების ამ ჯგუფს შორის პირველი შეხვედრა 8 ივნისს შედგა.  მერმა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ვადა 13 ივნისამდე ითხოვა.

მერთან შეხვედრაზე ახალგაზრდებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შუამდგომლობს.

Read 1598 times