Back to Top
ოთხშაბათი, 07 აპრილი 2021 12:48

IT: 2020 წელს შიდა ქართლის გუბერნიაში ჯილდო-დანამატი არ გაცემულა

Rate this item
(0 votes)

2020 წელს სახელმწირო რწმუნებულების ადმინისტრაციებში ჯილდოსა და პრემიის ოდენობაზე ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელებს.

 

ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებიდან ირკვევა, რომ 2020 წელს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებში შრომის ანაზღაურების სახით ჯამში 4 მლნ 297 ათას 151 ლარი გაიცა; ამავე პერიოდში დანამატის, ჯილდოსა და პრემიის სახით  კი ჯამში 65 920 ლარი.

ჯილდო დანამატი არ გაცემულა 4 რეგიონში, მათ შორისაა შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია. 

 

" 2020 წელს დანამატი, ჯილდო და პრემია არ გაუციათ გურიის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის ადმინისტრაციებში; 2020 წელს გაცემული შრომის ანაზღაურება ჯამში 49,459 ლარით აღემატება 2019 წლის მაჩვენებელს, თუმცა მნიშვნელოვნად შემცირდა ჯილდოსა და სახელფასო დანამატის მოცულობები",-აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ანგარიშში.

Read 133 times