Back to Top
სამშაბათი, 23 თებერვალი 2021 13:54

გორში მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლები კორონავირუსზე 2 კვირაში ერთხელ შემოწმდებიან

Rate this item
(0 votes)

გორში მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლებიდან კორონავირუსი არცერთს არ დაუდასტურდა.

 

სააგენტოს ცნობით, საწყის ეტაპზე სააგენტოს თანამშრომლების 20%-ს ჩაუტარდა ტესტირება.

 

"საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს თანამშრომლების 20%-ს კოვიდ19-ზე ტესტირება უკვე ჩაუტარდა. პროცედურა ყოველ ორ კვირაში ერთხელ ჩატარდება და ეტაპობრივად, თითოეული თანამშრომელი დაიტესტება​. ამ ეტაპზე კორონავირუსი არც ერთ თანამშრომელს არ დაუდასტურდა" , - განაცხადეს სააგენტოში.

Read 160 times