Back to Top
სამშაბათი, 23 თებერვალი 2021 13:31

გორში, ანწუხელიძის ქუჩაზე საბავშვო ბაღი შენდება 

Rate this item
(0 votes)

გორში, ანწუხელიძის ქუჩაზე საბავშო ბაღი შენდება. სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით მიმდინარეობს, რისთვისაც 3 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.

 

პროექტის ფარგლებში აშენდება 180 ბავშვზე გათვლილი ორსართულიანი შენობა, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. მოეწყობა ეზო და სათამაშო მოედანი.

 

 

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მამუკა საღარეიშვილი საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.

 

 

"მშენებლობა შეუფერხებლად მიმდინარეობს და სულ მალე პატარებს თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღი მოემსახურება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს და აღმზრდელებს ჯანსაღი გარემო ჰქონდეთ, რათა სასწავლო პროცესი კომფორტულ და კეთილმოწყობილ შენობაში შეძლონ", - აღნიშნა რწმუნებულმა.

 

 

სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის შემოდგომისთვის დასრულდება.

Read 280 times