Back to Top
სამშაბათი, 23 თებერვალი 2021 12:20

საკრებულოს თავმჯდომარე: მელიას დაჭერით ხელისუფლებამ სახელმწიფოებრიობა შეგვინარჩუნა 

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით რაზმაძე სოციალურ ქსელში ენმ - ს ოფისზე მიტანილ შტურმსა და ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება. მისი განცხადებით, შსს -მ ქვეყანას სახელმწიფოებრიობა შეუნარჩუნა.

 

 

 

 

 

 

" დღეს, ხელისუფლებამ სახელმწიფოებრიობა შეუნარჩუნა საქართველოს! კანონის არ აღსრულება, მისი დაუმორჩილებლობა, სახელმწიფოს და მის ინსტიტუტებს ანგრევს! ეს არ იყო არც დაშინება და არც ძალის გადამეტება! მე მიკვირს სახალხო დამცველს თავისი ფუნქციები და ვალდებულებები, რომ არა აქვს გათავისებული?! პირდაპირ პოლიტიკურ მხარედ მოგვევლინა ერთხელ კიდევ! საინტერესოა ჩვენი მეგობარი ქვეყნების ზოგიერთი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, რატომ არ მოუწოდებდენ ნაციონალური მოძრაობის ოფისში,,გამაგრებულ'' ქვეყნის ავის მსურვებლებს, რომ კანონს დამორჩილებოდნენ?! მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს და თითოეულ პოლიციელს, რომ კანონის დაცვით აღასრულეს მათზე დაკისრებული მოვალეობა და ქვეყანას შეუნარჩუნეს ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ს სტატუსი! ",- წერს დავით რაზმაძე. 

 

 

 

Read 115 times