Back to Top
ორშაბათი, 22 თებერვალი 2021 16:37

ირმა ამბარდნიშვილი: კარგი იქნება თუ პედაგოგები სამგზავრო შეღავათებით ისარგებლებენ 

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ირმა ამბარდნიშვილმა მასწავლებლებისთვის სამგზავრო ბარათების ინიციატივა დააყენა.

 

 

დეპუტატის თქმით, კარგი იქნება, თუ გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები პედაგოგები მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის დროს შეღავათით ისარგებლებენ. 

 

 

"კარგი იქნება სამომავლოდ ამ საკითხსაც თუ დააყენებთ დღის წესრიგში. შემუშავდეს კონკრეტული პაკეტი, რომლითაც ჩვენს მუნიციპალიტეტში მცხოვრები პედაგოგები ისარგებლებენ. იყოს სამგზავრო ბარათები, რომელიც ექნებათ მასწავლებლებს და გარკვეული შეღავათით ისარგებლებენ. მე დიდი ხანია ვსაუბრობ ამაზე და რამდენჯერმე ეს საკითხი. მერიაში ამბობდნენ, რომ როგორც კი ექნება ქალაქს მუნიციპალური ტრანსპორტი, მაშინვე ვიმსჯელებთ ამ თემაზეო", - ამბობს ირმა ამბარდნიშვილი

 

 

ირმა ამბარდნიშვილმა ყურადღება გაამახვილა ასევე, ავტობუსების მარშრუტის ცვლილებაზე. 

 

 

 

" 4 ნომერი მარშრუტი, რომელზეც 5 ავტობუსი იყო გამოყოფილი, ახლა დატოვეს მხოლოდ 2, ეს ისეთი გრძელი მარშრუტია, რომელიც ორ სოფელს ემსახურება და ასევე ქალაქის დასახლებებსაც. შეუძლებელია ახვიდე ამ ავტობუსში, განსაკუთრებით დილის საათებში, მოსდევს ბერბუკის მოსახლეობა, ქალაქში შემოსვლის დროს არის უკვე გადატვირთული. რა თქმა, უნდა ამ ადამიანებს ვერ აუკრძალავ ავტობუსში ასვლას, მაგრამ ვფიქრობ, რომ ასეთ სოფლებში ცალკე ტრანსპორტი უნდა დადიოდეს", - გვითხრა ამბარდნიშვილმა

 

 

​ინფორმაციისთვის, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ავტობუსების მარშრუტების ცვლილებაზე იმსჯელეს. არსებულ მარშრუტებს დაემატა ახალი მიმართულებები. ზოგიერთი მარშრტური კი გაუქმდა. 

 

 

ამავე თემაზე: გორში მუნიციპალური ტრანსპორტის მარშრუტებში ცვლილებები შევიდა

Read 545 times Last modified on ორშაბათი, 22 თებერვალი 2021 16:44