Back to Top
ორშაბათი, 25 იანვარი 2021 14:58

გორის მუნიციპალიტეტში 229 მრავალშვილიანი ოჯახი ცხოვრობს

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტში 229 მრავალშვილიანი ოჯახი ცხოვრობს. სოციალური მომსახურების სააგენტო, მრავალშვილიან ოჯახად მოიაზრებს ოჯახს, სადაც მშობლებს 3 და 3-ზე მეტი შვილი ჰყავთ.

 

მათ შორის, 14 ოჯახში მშობელი 25 წლამდე ასაკისაა. სახელმწიფო 3 და 3-ზე მეტ შვილიან ოჯახებს დახმარებას სთავაზობს.

 

"ფულადი დახმარება ინიშნება განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის და შეადგენს: მაღალმთიან რეგიონში ფაქტობრივად მცხოვრებთათვის 200 ლარს, ხოლო სხვა დასახლებაში ფაქტობრივად მცხოვრებთათვის - 150 ლარს. მეორე და მესამე ტყუპების შეძენის შემთხვევაში სარგებლობს დახმარებით მხოლოდ ერთ-ერთი ტყუპისცალი" , - განმარტავენ სოციალური მომსახურების სააგენტოში.

 

მათივე ცნობით, გორის მუნიციპალიტეტში დახმარებას სულ 231 ბენეფიციარი იღებს. გასული წლის დეკემბრის თვეში სახელმწიფომ მათ 35 550 ლარი გადაურიცხა.

Read 160 times