Back to Top
ორშაბათი, 25 იანვარი 2021 14:35

გორის მუნიციპალიტეტში სამ საბავშვო ბაღს ერთი კომპანია ააშენებს

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტს 2022 წელს საბავშვო ბაღის სამი ახალი შენობა აშენდება. 

 

 

მეჯვრისხევში, მეღვრეკისსა და გორში, ანწუხელიძის ქუჩაზე საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერები გასულ წელს გამოაცხადა. 

 

 

აღსანიშნავია, რომ სამივე შენობას ერთიდაიგივე კომპანია შპს "პროდიუს ინვესტმენტ" ააშენებს. სამშენებლო სამუშაოები 2022 წელს უნდა დასრულდეს. 

 

მეჯვრისხევში საბავშო ბაღის მშენებლობაში  2 670 000 ლარი დაიხარჯება, მეღვრეკისში 2 820 000 ლარი, ხოლო ანწუხელიძის (ყოფილი მოსკოვის ქუჩა) 2 570 000 ლარი.

Read 484 times