დოკუმენტის მიხედვით, იოსებ მაკრახიძემ მეუღლესთან ერთად, ერთ წელში 14 500 ლარი ქველმოქმედებისთვის გაიღო. აქედან 9000 ლარი ყოფილმა პარლამენტარმა, 5500 ლარი კი მისმა მეუღლემ, ციცინო კალანდაძემ დახარჯა.
გასავლების ნაწილში ცოლ-ქმარს სხვა ხარჯებიც უფიქსირდება. კონკრეტულად კი იოსებ მაკრახიძემ მკურნალობისთვის 1 წელში 8000 ლარი დახარჯა, მის მეუღლეს კი სარემონტო ხარჯის სახით, 10 000 ლარი უფიქსირდება.
ფიზიკური პირის ქონების გადასახადისთვის კი მაკრახიძეების ოჯახმა წლის განმავლობაში 5580 ლარი დახარჯა. 4850 ლარით კი 1 წელში იოსებ მაკრახიძემ ბანკის კრედი დაფარა.