" მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, ყველას აქვს გაფიცვის უფლება, იგივე კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ გაფიცვის სურვილის შემთხვევაში წინასწარ უნდა მოხდეს დამსაქმებლის ინფორმირება საკუთარი განზრახვის შესახებ, რომ ამ ქმედებით ზიანი არ მიადგეს მომხმარებლებს. შედეგად, მოხდა საფოსტო სერვისებზე აბონენტების წვდომის შეწყვეტა. „საქართველოს ფოსტამ“ გაფიცვის უკანონობასთან დაკავშირებით სარჩელი შეტანილი იქნა სასამართლოში" , - აცხადებენ კომპანიაში.
მათივე ცნობით, კომპანიასა და გაფიცული თანამშრომლებს შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგად კურიერებმა უკვე შეწყვიტეს გაფიცვა, დაუბრუნდნენ სამუშაო პროცესს და შესაბამისად გააგრძელეს მუშაობა „საქართველოს ფოსტასა“ და მათ შორის დადებული შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე.