Back to Top
ოთხშაბათი, 13 იანვარი 2021 12:12

21 წლის ტატო გრიგალაშვილმა 1 წლის განმავლობაში გამართული 21-ვე შეხვედრა მოიგო

Rate this item
(0 votes)

კლუბის "გოლდენ გორი" წევრმა, 21 წლის ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა 2020 წლის 21 თებერვლიდან 2021 წლის 12 იანვრამდე 21 შეხვედრა ჩაატარა და 21-ვე მოიგო. ბოლო მოგება ყატარის დედაქალაქში მიმდინარე "დოჰას მასტერსზე" დაიმსახურა.

 

დოჰაში  გრიგალაშვილმა 73 კგ კატეგორიაში იასპარეზა, ფინალში კი ნიდერლანდელი დე ვიტი დაამარცხა.

 

გთავაზობთ ტატო გრიგალაშვილის მოგებებს ბოლო 1 წლის განმავლობაში:

 

2020 წლის, 21 თებერვალი. დიუსელდორფი (გერმანია). გრანდ სლემი.

 

პირველი რაუნდი: ტაკანორი ნაგასე (იაპონია)

მეორე რაუნდი: ანტონიო ესპოზიტო (იტალია)

მესამე რაუნდი: ალექსანდრ ვიესერჟაკი (გერმანია)

¼ ფინალი: ჯალო ალფა ქუმარი (საფრანგეთი)

½ ფინალი: ვლადიმერ ზოლოევი (ყირგიზეთი)

ფინალი: ჰასან ჰალმურზაევი (რუსეთი)

 

2020 წლის, 9 ნოემბერი. პორეჩი (ხორვატია). ევროპის ჩემპიონატი 23 წლამდელებს შორის.

 

პირველი რაუნდი: ჰუგო მეტიფიო (საფრანგეთი)

მეორე რაუნდი: ზელიმ ცკაევი (აზერბაიჯანი)

¼ ფინალი: ტიციანო ფალკონე (იტალია)

½ ფინალი: რობერტ რაჟკაი (უნგრეთი)

ფინალი: ლუკას ვიტვერი (შვეიცარია)

 

2020 წლის 19 ნოემბერი. პრაღა (ჩეხეთი). ევროპის ჩემპიონატი. დიდები

 

პირველი რაუნდი: კრისტიან პარლატი (იტალია)

მეორე რაუნდი: თეოდოროს დემურციდისი (საბერძნეთი)

¼ ფინალი: ლუკა მაისურაძე (საქართველო)

½ ფინალი: მათიას კეის (ბელგია)

ფინალი: ივალიო ივანოვი (ბულგარეთი)

 

2021 წლის 12 იანვარი. დოჰა (ყატარი) მასტერსი.

 

პირველი რაუნდი: ატილა უნგვარი (უნგრეთი)

მეორე რაუნდი: ანტონიო ესპოზიტო (იტალია)

¼ ფინალი: ალან ხუბეცოვი (რუსეთი)

½ ფინალი: სანჰო ლი (კორეა)

ფინალი: ფრანკ დე ვიტი (ნიდერლანდები)

Read 116 times