Back to Top
ხუთშაბათი, 03 დეკემბერი 2020 13:58

გორის მერია: ერთჯერადი დახმარებით 200 - მდე შშმ პირმა ისარგებლა 

Rate this item
(0 votes)

2020 წელს გორის მერიის ერთჯერადი ფულადი დახმარებით 200 - მდე შშმ პირმა ისარგებლა. გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მათ დასახმარებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 200 ათასამდე ლარი გამოიყო. 

 

 

წარმოგიდგენთ დახმარებებს, რომლებსაც გორის მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამა შშმ პირებისთვის ითვალისწინებს:

 

 

ცერებრალური დამბლით დაავადებული პირები - 500 ლარი;

 

დაუნის სინდრომით დაავადებული პირები - 500 ლარი;

 

გლუტენის დაავადები მქონე პირები - 500 ლარი;

 

ფენილკეტონურიით დაავადებული პირები - 500 ლარი;

 

ჰიდროცეფალიით დაავადებული პირები - 500 ლარი;

 

ოჯახური ხმელთაშუაზღვის ცხელებით დაავადებული პირები - 500 ლარი.

 

 

აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის (0-დან 18 წლამდე) სამედიცინო სტაციონარული ამბულატორიული მომსახურება (კვლევების, სამკურნალო სარეაბილიტაციო ღონისძიებები) და მედიკამენტები - 2000 ლარი.

 

დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან მისი ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა გორის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს განცხადება საჭირო დოკუმენტაციასთან ერთად.

 

როგორც მერიაში ამბობენ, ყველა ის ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელსაც გორის მერია ახორციელებს ითვალისწინებს შშმ პირების საჭიროებებს. ამ დროისთვის კი მერიაში 3 შშმ პირია დასაქმებული. 

 

ინფორმაციისთვის, 3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა, რომელიც 1992 წელს გაეროს მიერ დაარსდა. მისი მიზანია შშმ პირების მხარდაჭერა და საზოგადოებისთვის მათი საჭიროებების კიდევ ერთხელ შეხსენება.

Read 161 times