Back to Top
ორშაბათი, 30 აპრილი 2018 13:18

სადგურელები რკინიგზის გადაკეტვით იმუქრებიან

Rate this item
(0 votes)

სადგურის დასახლებაში მცხოვრებლები საბავშო ბაღის მშენებლობის გაგრძელებას ითხოვენ.

დღეს გამართულ საპროტესტო აქციაზე ადგილობრივებმა გორის მერის მოადგილეს და საკრებულოს თავმჯდომარეს განუცხადეს, რომ თუ ერთი თვეში მშენებლობა არ განახლდება, რკინიგზას გადაკეტავენ.

საბავშვო ბაღის მშენებლობა ერთი კვირის წინ შეწყდა. მიზეზი გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სამშენებლო კომპანიის დისკვალიფიკაციაა. ადგილობრივები ეჭვობენ, რომ კომპანიას მერიამ ხელოვნური ბარიერები შეუქმნა.

გორის მერიაში აცხადებენ, რომ კომპანიამ დათქმულ ვადაში საბავშვო ბაღი ვერ ააშენა, რაც ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი გახდა. საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, რომ მშენებლობის დამთავრების ვადა კომპანიას ორჯერ გადაუწიეს

გორის მერის განცხადებით, ახალი ტენდერი მალე გამოცხადდება და მშენებლობას გამარჯვებული კომპანია გააგრძელებს.

 

 

 

Read 1926 times Last modified on ორშაბათი, 30 აპრილი 2018 15:08