Back to Top
პარასკევი, 20 ნოემბერი 2020 16:00

სტუდენტებისა და სპორტსმენების დახმარებისთვის გორის მერიამ 19 000 ლარი დახარჯა

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ, მიმდინარე წელს სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის და სპორტსმენებისთვის 19 000 ლარი დახარჯა.

 

 

მერიაში განმარტავენ , რომ აღნიშნული პროგრამით 38 ბენეფიციარმა ისარგებლა.

 

 

“სტუდენტებისა და სპორტსმენების დახმარების მუხლიდან მიმდინარე წელს გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 19 000 ლარი გახარჯა, რითაც ისარგებლა 38-მა ბენეფიციარმა 500-500 ლარით. აქედან ერთი სპორტსმენია, დანარჩენი სოციალურად დაუცველი სტუდენტები“, - განმარტავენ მერიაში.

 

 

ინფორმაციისთვის, გორის მუნიციპალიტეტის მერია ერთჯერადად 500 ლარის ოდენობით იმ სტუდენტებს და სპორტსმენებს ეხმარება, რომლებიც არიან სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან და მინიჭებული აქვთ 0-დან 100 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა, არ სარგებლობენ სხვა სახელმწიფო პროგრამით, არ აქვთ მოპოვებული სახელმწიფო გრანტი. 

 

Read 128 times