Back to Top
 

JPrize Web Geo

covid-19

კორონა ვირუსი (159)

გორის სამედიცინო ცენტრ "გორმედში" ე.წ "ცხელების ზონა" მოეწყო, სადაც საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტებს იღებენ.

გორში ხუთ საკონტროლო პუნქტზე შსს თანამშრომლები და თავდაცვის პირველი ქვეითი ბრიგადის სამხედროები ერთობლივად აკონტროლებენ მგზავრთა გადაადგილებას. რეგიონის მასშტაბით შსს 60-მდე მობილური ჯგუფი ახდენს პატრულირებას.

გორის მუნიციპალიტეტში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში, მოქალაქეებს "გორმედში" მოწყობილ სპეციალურ სივრცეში ე.წ "ცხელების ზონაში" გადაიყვანენ, სადაც მათ შესაბამისი გამოკვლევები ჩაუტარდებათ.