Back to Top
 

JPrize Web Geo

covid-19

კორონა ვირუსი (159)

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული შეღავათების შესახებ გორის მუნიციპალიტეტის ფერმერებს ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრას რწმუნებულის მოადგილე ნუგზარ სამხარაძე და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს უფროსი მამუკა ლომსაძე ესწრებოდნენ.

ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა პრობლემები არაერთ სფეროში დასაქმებულ ადამიანს შეუქმნა. მათ შორის ფერმერებს, რომლებმაც პანდემიის გამო პროდუქტის რეალიზება ვერ შეძლეს, გაფუჭებული ბოსტნეული კი სარდაფებში დაულპათ.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 18 მაისიდან ქვეყნის მასშტაბით სილამაზის სალონებსა და ესთეტიკურ ცენტრებს ფუნქციონირების გაგრძელების შესაძლებლობა ეძლევათ, თუმცა ამისათვის მათ შესაბამისი წესები უნდა დაიცვან. გორში, სილამაზის სალონებმა გახსნისთვის მზადება უკვე დაიწყეს.