Back to Top
კვირა, 20 სექტემბერი 2020 10:58

გორის მუნიციპალიტეტში covid-19-ის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

კორონავირუსი დღეს გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მაცხოვრებელს დაუდასტურდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი შიდა ქართლში, ეკა ქორჩაშვილი განმარტავს, რომ ეს შემთხვევა დადსტურებულთა კონტაქტებიდნაა. გორიდან სულ 163 ნიმუში იყო გაგზავნილი, მათგან დანარჩენ 162-ზე პასუხი უარყოფითია. 

 

 

"გუშინ გაიგზავნა 163 ნიმუში, აქედან ერთი დადასტურდა, გუშინწინ იყო 158 ნიმუში და იქიდანაც 157 ზე მოვიდა პასუხი უარყოფითი, 1 დადებითი"-განმარტა ეკა ქორჩაშვილმა.