Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 20 მაისი 2020 12:41

ტერმაკოზაშვილი: სწავლის დაწყების თარიღი პანდემიურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული

სკოლებში სასწავლო პროცესი ოფიციალურად წელსაც ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ დროს, 20 მაისს სრულდება. ამის შესახებ რადიო "მოზაიკას" გადაცემაში "კომუნიკაცია დისტანციურად" საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა გორში, ნანა ტერმაკოზაშვილმა ისაუბრა.

რაც შეეხება ახალი სასწავლო წლის დაწყებას, ეს თარიღი ნანა ტერმაკოზაშვილის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებით შექმნილ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული. რესურსცენტრის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ დისტანციური სწავლება სექტემბრიდან არა თუ უალტერნატივო საშუალება, არამედ გამოცდილებით მიღებული ერთგვარი შესაძლებლობა იქნება.

 

"20 მაისს სწავლა შეწყდება მე-12 კლასელებისთვის. პირველ კლასელებისთვის სწავლა 27 მაისს დასრულდება წინა წლების მსგავსად. დანარჩენებისთვის სწავლა 15 ივნისამდე გაგრძელდება. ახალი სასწავლო წლის დასაწყისზეც არ არის ცვლილება და ჩვეულებრივად დაიწყება 16 სექტემბერს.იმედი გვაქვს,რომ covid-19 -თან დაკავშირებით პრობლემები აღარ იქნება და შევძლებთ ახალი სასწავლო წელი სკოლის შენობებში დავიწყოთ. თუმცა დისტანციური სწავლებით მიღებულ გამოცდილებას აუცილებლად გამოვიყენებთ სხვადასხვა სიტუაციების დროს და ეს გამოწვევა შეიძლება ითქვას ერთგვარ შესაძლებლობადაც კი იქცეს."-აღნიშნა ნანა ტერმაკოზაშვილმა.