Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 10 აპრილი 2020 13:27

გორელი სკოლის მოსწავლეები აშშ - დან სპეცრეისით ჩამოვლენ

გორელი მოსწავლეები, რომლების ამერიკის შეერთებულ შტატებში, სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში სასწავლებლად იყვნენ წასულები, დღეს სპეცრეისით საქართველოში ბრუნდებიან.

გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის ნანა ტერმაკოზაშვილის თქმით, გორის მუნიციპალიტეტიდან სულ 8 ბავშვია წასული სასწავლებლად, ორი უკვე დაბრუნდა, ექვსს კი დღეს ელოდებიან.

 

“მოსწავლეები, რომლებიც დღეს სპეცრეისით მოდიან აშშ - დან, არიან გორის მუნიციპალიტეტი სკოლის მოსწავლეებიც, რომლებიც სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში იყვნენ წასულები სასწავლებლად. ჩვენი მუნიციპალიტეტიდან სულ 8 ბავშვი გვყავდა გაგზავნილი, ორი ადრე დაბრუნდა, ექვსი კი დღეს ჩამოფრინდება“, - ამბობს ნანა ტერმაკოზაშვილი.

 

ინფორმაციისთვის, აშშ - დან, სპეცრეისით დღეს საქართველოში 79 ქართველი სკოლის მოსწავლე დაბრუნდება, რომელთა მგზავრობის ხარჯებს ნაწილს ამერიკის მთავრობა, ნაწილს კი საქართველო აფინანსებს