Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 09 აპრილი 2020 23:43

გორის ქუჩებს დეზინფექცია სპეციალური ტექნიკით ჩაუტარდა

გორის ქუჩებს დეზინფექცია სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკით ჩაუტარდა.

შიდა ქართლის გუბერნიის ცნობით, დეზინფექცია უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, კორონავირუსის საპროფილაქტიკო ღონისძიებების ფარგლებში ჩატარდა.

 

"სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებულმა ტექნიკამ და სპეციალისტთა ჯგუფმა შიდა ქართლის რეგიონში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ქალაქების - გორის, ხაშურის, ქარელისა და კასპის ქუჩებში სადეზინფექციო სამუშაოები განახორციელა. ღონისძიებები , ადგილობრივ თვითმმართველობებთან შეთანხმებით ჩატარდა. სპეციალური პრეპარატით, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა, დეზინფექცია ჩაუტარდა, ქუჩებს და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს" - განმარტეს გუბერნიაში.

 

როგორც ცნობილია, ღონისძიებების მიმდიმარეობას შიდა ქართლის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი კასპში დაესწრო.