Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 09 აპრილი 2020 15:38

გორელი გოგო კარანტინის დასრულებამდე 35 ოჯახს ყოველდღე პურს მიუტანს

გორში, კომბინატის დასახლებაში მცხოვრები მარი მელაძე, 21 აპრილის ჩათვლით 35 ოჯახს ყოველდღიურად პურს მიუტანს.

მან თავის დასახლებაში მცხოვრები უკიდურესად გაჭირვებული ოჯახები შეარჩია, შემდეგ კი, პურის საცხობებს დაუკავშირდა. რამდენიმე მათგანმა ქველმოქმედების სურვილი გამოთქვა.

 

"დღევანდელი გარემოებიდან გამომდინარე,ჩემს უბანში, კომბინატში, ეკონომიკურად გაჭირვებული 35 ოჯახი შევარჩიე. ჩემი თხოვნითა და კომბინატის ტერიტორიაზე არსებული პურის საცხობების მეპატრონეების (დავით გიგაურის,ზაზა მაისურაძის და ერთი ბატონის,რომლის სახელსაც მისივე თხოვნით არვასახელებ) თანადგომით, დღეიდან 21 აპრილის ჩათვლით, 35 ოჯახს ყოველდღიურად მივუტან პურს" - ამბობს მარი მელაძე.

 

როგორც ცნობილია, პურის დარიგებისას ტრანსპორტით მას გორის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს.