Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 07 აპრილი 2020 23:50

ცხინვალი: საქართველოს მთავრობა კორონავირუსის შესახებ რეალურ ინფორმაციას მალავს

ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი მთავარ საგარეო საფრთხედ საქართველოში კოვიდ-19-ის პანდემიას ასახელებს.

დე ფაქტო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ჩამოთვლილია საქართველოს ის ტერიტორიები, სადაც დაინფიცირების ფაქტები გამოვლინდა. მასში ასევე აღნიშნულია, რომ დაინფიცირებულთა შორის, არიან ის პირებიც, რომლებიც ადრე ახალგორის რაიონში ცხოვრობდნენ და ამჟამად საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.

 

"არსებობს ყოველგვარი საფუძველი იმის სავარაუდოდ, რომ საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო საზოგადოებას უმალავს კორონავირუსის გავრცელების რეალურ მდგომარეობას და დაინფიცირებულების რაოდენობას. ქვეყანა მდებარეობს მსოფლიოში დაინფიცირებულთა რაოდენობით ბოლოდან მეორე ადგილზე. იმის გამო, რომ თბილისის რეჟიმს არ გააჩნია მოსახლეობის მასშტაბური ტესტირების შედეგები, ეს იწვევს ინფორმაციის დამახინჯებას... ამ ფონზე განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ცალკეული ქართველი პოლიტიკოსების სწრაფვა, გაუწიონ ჰუმანიტარული დახმარება სამხრეთ ოსეთს. ვვარაუდობთ, რომ აღნიშნული აქტიურობა პირდაპირ უკავშირდება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი ე.წ. საგანგებო პაკეტის მითვისების მცდელობას, რომელიც ერთ მილიარდ ევროს შეადგენს“ , - აღნიშნულია დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.