Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 06 აპრილი 2020 16:40

"იავნანაში" კარანტინის დროს 8 ბავშვი გაჩნდა

გორის დედათა და ბავშვთა ცენტრ ,,იავნანას“ სამშობიაროში მარტში 81 ახალშობილი დაიბადა, აპრილში კი - 8 პატარა.

,,იავნანას“ დიაგნოსტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის თამარ ყანჩაველის ინფორმაციით, ყველა ახალშობილი თავს კარგად გრძნობს.

 

"მარტი საკმაოდ გამორჩეული იყო შობადობის რაოდენობით, ჩვენს კლინიკაში 81 პატარა მოევლინა ქვეყანას, რაც შეეხება აპრილს, 8 ახალშობილი გვყავს და ყველა მათგანი კარგად გრძნობს თავს“, - განაცხადა დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ ,,იავნანას“ დიაგნოსტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თამარ ყანჩაველმა.

 

როგორც ცნობილია, "იავნანას" დიაგნოსტიკური დეპარტამენტი, ქალთა კონსულტაცია, სამშობიარო, ამბულატორია თუ სტაციონარი ყველა პაციენტს შეუფერხებლად ემსახურება.